воскресенье, 26 октября 2014 г.

ტრენინგის მესამე დღე

   ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო დღევანდელი შეხვედრა. გავეცანით სასწავლო პროექტის დაგეგმვას.   გავეცანით მეორე მოდულს.გავიგეთ,როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.როგორ შეუწყობს ხელს სასწავლო პროცესს მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.როგორ შეიძლება დავგეგმო მოსწავლეზე ორიენტირებული მიმდინარე შეფასება.განვიხილეთ  როგორ შევიმუშავოთ სასწავლო ამოცანები. ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები და სიტყვები. 

суббота, 25 октября 2014 г.

ტრენინგის I-II დღე
  ძალიან საინტერესო და აქტუალური ტრენინგია. პროექტებით სწავლება მნიშვნელოვანია თანამედროვე სწავლებისათვის.  სიახლის დიდი ინტერესი და მოლოდინი მაქვს.მინდა გავიღრმავო ცოდნა სასწავლო პროექტების  დაგეგმვასა და შეფასების მეთოდებზე- დავგეგმო კარგად ორგანიზებული სასწავლო პროექტები,სადაც მოსწავლეები აქტიურად იქნებიან ჩართულები.დავეხმარო მათ თვითშეფასების და თვითრეგულირების უნარის განვითარებაში.
     პირველ ტრენინგზე ჩემთვის სიახლე,საინტერესო და მოსაწონი  იყო ელექტრონული წიგნით მუშაობა. დავათვალიერეთ მოცემული მზა რესურსები. ვისაუბრეთ პროექტებზე, მათ მნიშვნელობებსა და აუცილებლობებზე. გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პირველი მონახაზები.განვიხილეთ შეფასების რუბრიკები.
        შევქმენი საქაღალდეები,სადაც ჩავალაგებ და თავს მოვუყრი ჩემს ნაშრომებს.
   მეორე დღეს შევქმენით ჩვენი ბლოგები. დავგეგმეთ პუბლიკაციები.