воскресенье, 9 ноября 2014 г.

ტრენინგის მეცხრე დღე
გავეცანით მერვე მოდულს. გავეცანით და შევაჯამეთ ჯგუფის წევრების მიერ  გამზადებულ მასალებს. შევაფასეთ და გავუკეთეთ კომენტარები. ვისაუბრეთ პრეზენტაციასა და უკუკავშირზე.
ამ  ტრენინგებმა ბევრი საჭირო და საინტერესო ინფორმაცია მომცა. ამ ტრენინგზე მიღებული ცოდნა იყო  მრავალმხრივი,რაც არამარტო პროექტის,არამედ თითოეული თემის დაგეგმვისთვისაც გამომადგება.
ჩემი ჯგუფის წევრებს ვუსურვებ წარმატებებს.
დიდი მადლობა ტრენერს,დიანა მიქაძეს, ასეთი ენერგიული და საინტერესო მუშაობისთვის.
ტრენინგის მერვე დღე

ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე.მასწავლებლის როლზე.გავეცანით ჯგუფის წევრების მიერ მომზადებულ ფაილებს და მოვახდინეთ უკუკავშირი. განვიხილეთ პროექტის გეგმები.

суббота, 8 ноября 2014 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

გავეცანით ჯგუფის წევრების მიერ დამზადებულ მოსწავლის  სავარაუდო ნიმუშებს. გავუკეთეთ უკუკავშირი.   გავეცანით შეფასების სქემებსა და მეხუთე მოდულს. დავათვალიერეთ სხვადასხვა შეფასების ფორმები და ჩეკლისტები მოსწავლის ნამუშევრისთვის. ჩვენი თემისთვის შევქმენით შეფასების რუბრიკები.
განვიხილეთ სსსმ მოსწავლის ჩართულობა პრეზენტაციაში. ასევე გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის პრეზენტაციას.




ტრენინგის მეექვსე დღე
 ავტვირთეთ ჩვენი პრეზენტაციები.  ჯგუფის წევრების ნამუშევრებს გავუკეთეთ უკუკავშირი. ვისაუბრეთ თუ როგორ გამოვიყენებდით ინტერნეტს  ჩვენს თემაში კომუნიკაციისა და კოლაბორაციისათვის. დავათვალიერეთ, განვიხილეთ და აზრი გამოვთქვით უკვე გამზადებულ შაბლონებზე. გავაკეთეთ მონახაზი ჩვენი გაზეთის,ბუკლეტის და პრეზენტაციისათვის. გადავხედეთ გეგმას და ჩავბეჭდეთ მიმდინარე პროცედუ

воскресенье, 2 ноября 2014 г.

ტრენინგის V დღე
განვიხილეთ ჯგუფის წევრების მიერ დამზადებული პროექტის პრეზენტაციები.ვისწავლეთ გუგლ დრაივის გამოყენება.დოკუმენტის გაზიარება,დაშეარება.უკუკავშირის მიცემა.კომენტარების გაკეთება ვორდში.განვიხილეთ საგნობრივი სტანდარტი და საავტორო უფლებები.
ტრენინგის IV დღე
გავეცანით შეფასების 5 ძირითად პრინციპს..დავათვალიერეთ ჯგუფის წევრების მიერ დამზადებული ბუკლეტები.  შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები სიტყვიერად. კიდევ ერთხელ გავიარეთ პროექტის კითხვების მნიშვნელობა . გავეცანით შეფასებებს წინარე ცოდნის,თანამშრომლობის უნარის და მონიტორინგის სტრატეგიებს . დღევანდელი ტრენინგი ძალზედ საინტერესო იყო.უკეთ გავერკვიე პროექტის მოთხოვნებში რომ  ნაყოფიერი გამოვიდეს.

воскресенье, 26 октября 2014 г.

ტრენინგის მესამე დღე

   ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო დღევანდელი შეხვედრა. გავეცანით სასწავლო პროექტის დაგეგმვას.   გავეცანით მეორე მოდულს.გავიგეთ,როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.როგორ შეუწყობს ხელს სასწავლო პროცესს მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.როგორ შეიძლება დავგეგმო მოსწავლეზე ორიენტირებული მიმდინარე შეფასება.განვიხილეთ  როგორ შევიმუშავოთ სასწავლო ამოცანები. ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები და სიტყვები. 

суббота, 25 октября 2014 г.

ტრენინგის I-II დღე
  ძალიან საინტერესო და აქტუალური ტრენინგია. პროექტებით სწავლება მნიშვნელოვანია თანამედროვე სწავლებისათვის.  სიახლის დიდი ინტერესი და მოლოდინი მაქვს.მინდა გავიღრმავო ცოდნა სასწავლო პროექტების  დაგეგმვასა და შეფასების მეთოდებზე- დავგეგმო კარგად ორგანიზებული სასწავლო პროექტები,სადაც მოსწავლეები აქტიურად იქნებიან ჩართულები.დავეხმარო მათ თვითშეფასების და თვითრეგულირების უნარის განვითარებაში.
     პირველ ტრენინგზე ჩემთვის სიახლე,საინტერესო და მოსაწონი  იყო ელექტრონული წიგნით მუშაობა. დავათვალიერეთ მოცემული მზა რესურსები. ვისაუბრეთ პროექტებზე, მათ მნიშვნელობებსა და აუცილებლობებზე. გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პირველი მონახაზები.განვიხილეთ შეფასების რუბრიკები.
        შევქმენი საქაღალდეები,სადაც ჩავალაგებ და თავს მოვუყრი ჩემს ნაშრომებს.
   მეორე დღეს შევქმენით ჩვენი ბლოგები. დავგეგმეთ პუბლიკაციები.